იმედია არავის ეწყინება, თუ მე ისევ ჩემს თავთან და ამ წიგნთან გულწრფელი, პირდაპირი და ალბათ ცოტათი ეგოისტური ვიქნები. ჩემი წიგნია და ალბათ იმიტომ... საქართველო? ჰო, ჩემი სამშობლო რომ არის, და კიდევ 4 მილიონი ადამიანის. ის, პატარა და მოუსვენარი ქვეყანა, რომელიც არავინ იცის სადაა და საუკუნეში რამდენჯერმე რომ ორი კვირით ყველა გაიგებს ხოლმე. ჩვენ უცნაური ერი ვართ, თურმე ასეც ამბობენ. შეიძლება ასეცაა. თუმცა რომელი ერი არ არის უცნაური მეორესთვის? ან თუნდაც რომელი ადამიანი არაა უცნაური?
ცოცხალი ჯაჭვი, ერთობის ნიშანიაო. დღეს ყველამ დაინახა მილიონნახევარი ქართველი, ხელიხელჩაკიდული როგორ მიდიოდა წმინდა სამების ტაძრისკენ. ყველა თავის საქართველოს იცავდა. ყველა თავის საქართველოს ედგა გვერდში. მეც ჩემს საქართველოსთან ერთად ცოცხალ ჯაჭვში ჩაბმული ჩემი საქართველოს ჰიმნს ვმღეროდი და ისე მივდიოდი ტაძრისკენ. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო მივედი წმინდა სამების ეზომდე რაღაც უცნაური გრძნობით. შერეული გრძნობა იყო. სიამაყე მავსებდა ჩემი საქართველო მეამაყებოდა და თან რაღაც ნალექი ჰქონდა ამ სიამაყეს. არასასიამოვნო ნალექი. ხალხი კი შეიცვალა, მაგრამ ლოზუნგები იგივე დარჩა. პეკინის ქუჩაზე სა-ქარ-თვე-ლო-თი დაწყებული ცოცხალი ჯაჭვი სამების ტაძართან რუსებს რა? დედის ...-თი და საქართველო ქართველებისაა-თი მივიდა.
ჩემი საქართველო როგორია? ჩემი საქართველოც ქართველებისაა, განა არა? ოღონდ ჩემი ქართველები ის ქართველები არ არიან, რომლებზეც დღეს ეს ლოზუნგი მესმოდა. ჩემი ქართველები შვილებს სამშობლოს სიყვარულში ზრდიან და არ ავიწყდებათ, რომ ქართველი ებრაელები არიან, ქართველი სომხები, ქართველი რუსები და ქართველი უკრაინელები. ჩემი ქართველები ოსები არიან, ჩემი ქართველები აბხაზები არიან და საქართველო მათი სახლია. ისინი ქართველები არიან ისევე, როგორც ხევსურები, მეგრელები თუ კახელები.
ჩემს საქართველოში ცოცხალ ჯაჭვს პროტესტის გამოსახატად ქმნიან და კიდევ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ იგრძნონ, რომ ქართველები ერთად არიან, რომ საქართველო ისევ სიყვარულზე დგას და ყოველთვის გადარჩება. ჩემს საქართველოში ცოცხალ ჯაჭვს რომ ქმნიან, იმაზე კი არ ფიქრობენ, რა აცვიათ და ცოცხალი ჯაჭვის რიგებს შორის პოდიუმს კი არ აწყობენ, ჩემს საქართველოში უბრალოდ გამოდიან ქუჩაში და ხელს კიდებენ პირველივე ადამიანს, ვისაც დაინახავენ. ხელს რომ ჩაკიდებენ ჩემს საქართველოში, აღარ უშვებენ. ჩემს საქართველოში ცოცხალი ჯაჭვი მარტო მაშინ არ იკვრება, როცა კამერიანი მანქანა ჩაიქროლებს და ვერტმფრენი ჩაიფრენს. ჩემს საქართველოში მსოფლიოს დასანახად არ აკეთებენ ჯაჭვს. ერთმანეთი უნდათ.
ჩემს საქართველოში მამაო ჩვენო ზეპირად იციან და ტაძრის შესასვლელთან რუსებს რა? დედის ტყვნა-ს არ ყვირიან. ჩემს საქართველოში ყველაზე დიდი ტაძრის კიბეებზე სამხედრო ორგანიზაციის დროშას არ აბრძანებენ და კერპივით თაყვანს არ სცემენ. ტაძრის ეზომდე კი 10 კილომეტრი იმისთვის არ მიდიან ხელჩაკიდულები, რომ ამ დროშასთან სურათი გადაიღონ და მერე უკან დაბრუნდნენ ტაძარში შეუსვლელად...
...საქართველო გაბრწყინდებაო, ასე ამბობენ. თქვენი საქართველოსი არაფერი ვიცი, და ჩემი საქართველო ბრწყინავს და ბრწყინავდა ყოველთვის. ეს ასე იყო, არის და იქნება მარადის. და თუ თქვენ ელოდებით, როდის გაბრძწყინდება თქვენი საქართველო, ძალიან მეცოდებით, იმიტომ, რომ ვერასდროს მოესწრებით ალბათ ამას და რომც მოესწროთ, ვერც შეამჩნევთ. იმიტომ, რომ თქვენთვის ლოზუნგია უმთავრესი. ისაა მთავარი, რომ საქართველო ქართველების იყოს. ისაა მთავარი, რომ საერთო მტერი გვყავდეს და მარტო მაშინ შევძლოთ ერთმანეთის სიყვარული სამი საათით მაინც.
მე ჩემი საქართველო მიყვარს და ჩემი ქართველები. ჩემი სამშობლო მიყვარს და ჯაჭვი წყალს წაუღია. ლოზუნგებიც, სამების კიბეებზე დაბრძანებული ნატო-ს დროშაც წაუღია წყალს... ოღონდ თქვენ ერთად იყავით და არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ჩვენი საქართველოა... ყველასი.









--
"The winner is not the one taking off first, but the one hitting breaks last.." Ayrton Senna Da Silva.
_____
[cyb]
--
--
"The winner is not the one taking off first, but the one hitting breaks last.." Ayrton Senna Da Silva.
_____
[cyb]
--
gONe crazy-->never coming back *.*
--
"The winner is not the one taking off first, but the one hitting breaks last.." Ayrton Senna Da Silva.
_____
[cyb]
--
gONe crazy-->never coming back *.*
--
"The winner is not the one taking off first, but the one hitting breaks last.." Ayrton Senna Da Silva.
_____
[cyb]
--
"The winner is not the one taking off first, but the one hitting breaks last.." Ayrton Senna Da Silva.
_____
[cyb]
Previous Page12345...Next Page